Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ფაშინიანი სთავაზობს განიხილონ საერთო სომხური ბიუჯეტის შექმნის იდეა
2019-06-18 15:48:37

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მოუწოდა საერთო სომხური  ფონდის ,,ჰაიასტანის“ სამეურვეო საბჭოს წევრებს, განიხილონ საერთო სომხური ბიუჯეტის შექმნის იდეა. 18 ივნისს, საერთო სომხური  ფონდის ,,ჰაიასტანის“ სამეურვეო საბჭოს ყოველწლიურ შეხვედრაზე ფაშინიანმა აღნიშნა: ,,ახლა, სავავლალოდ, ობიექტური და სუბიექტური გარემოებების მხრივ მრავალი ადამიანი მოკლებულია სომხურ დღის წესრიგს, და ამგვარად, სომხურ თვითმყოფადობას, და ახალგაზრდების დაბრუნება ან დატოვება სომხური თვითმყოფადობის ან დღის წესრიგის წრეებში, ერთი საკითხია, რომლითაც ასევე უნდა დაკავდეს ფონდი. ეს შეიძლება იყოს სომხეთი, სომხეთის დღის წესრიგი, პროგრამის უფრო მიმზიდველად გახდომა. ფონდი ,,ჰაიასტანი“ არ უნდა იყოს მხოლოდ ფულის გაცემის და ფულის ხარჯვის ადგილი, არამედ ჩართულობის საშუალება, მთლიანის ნაწილის შემადგენლის განცდით აღავსოს თითოეული ადამიანი. ამ თვალსაზრისით, მე ვფიქრობ, რომ საერთო სომხური ბიუჯეტის იდეა ძალზე მიმზიდველია და ჩვენ ბევრად უფრო დიდი ამოცანები უნდა დავისახოთ ჩვენს წინაშე".
საერთო სომხური  ფონდის ,,ჰაიასტანის“ სამეურვეო საბჭოს ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობდნენ  სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი, სრ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, არცახის რესპუბლიკის პრეზიდენტი ბაკო საჰაკიანი და სხვა ოფიციალური პირები სომხეთიდან, არცახიდან, აგრეთე დიასპორის წარმომადგენლები.