Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სტიქია კახეთში: ძლიერმა ქარმა გურჯაანში სახლებს სახურავები გადახადა
2019-06-18 15:13:31

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, გუშინ საღამოს სტიაქიამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა, აღნიშნულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მერიის ცნობით, ძლიერმა ქარმა ხეები მოგლიჯა სოფელ ვაზისუბანში, სოფელ კალაურსა და ვაჩნაძიანში რამდენიმე კერძო სახლს სახურავი მოხადა, დაზიანდა სოფელ შაშიანის საჯარო სკოლის და ვაზისუბნის საბავშვო ბაღის სახურავებიც.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც ადგილზე შეისწავლის ზარალს და შესაბამისი ღონისძიებები გატარდება.