Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ქეთა თოფურია და ჯგუფი A'studio ერევანში კონცერტს გამართავენ
2019-06-18 14:24:45

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია და ჯგუფი A'studio 4 ივლისს სომხეთის დედაქალაქ ერევანში კონცერტს გამართავენ.

გამოსვლა ერევნის ერთ-ერთ საკონცერტო დარბაზში – Dvin Music Hall-ში შედგება.

ლეგენდარული ჯგუფი ერევანშია! თქვენ გელით ყველაზე საყვარელი ჰიტები და დაუვიწყარი ატმოსფერო“, – ირწმუნებიან ორგანიზატორები.

თვის ბოლოს კი, 27 ივლისს ჯგუფი A'studio კონცერტს ბათუმში გამართავს. მუსიკოსები სანაპიროზე მდებარე კლუბ UP2U-ში იმღერებენ. კონცერტი 21:00 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ონლაინ.

ქეთა თოფურია 1986 წლის 6 სექტემბერს თბილისში დაიბადა. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი.

კარიერის დასაწყისში თოფურია ქართველ პროდიუსერ ნატო დუმბაძესთან თანამშრომლობდა. თავის დროზე სწორედ მან შესთავაზა დამწყებ მომღერალს საკუთარი თავი ყაზახურ ჯგუფ-სტუდიოსრიგებში გამოეცადა, რამდენადაც იმ დროს ჯგუფი დატოვა მისმა სოლისტმა პოლინა გრიფიტსმა. ქეთა რუსეთში მალე წავიდა და მოღვაწეობა პოპულარულ ჯგუფთან ერთად გააგრძელა.

მომღერალმა საკუთარი თავი წარმოაჩინა არა მარტო როგორც მომღერალმა, არამედ როგორც დიზაინერმა. მან საკუთარი ბრენდი KETIone შექმნა, რომელიც რუსეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს.