Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
დაპირისპირება სტამბულში საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს შორის - არის მსხვერპლი
2019-06-18 13:23:50

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებმა სტამბულში სროლა მოაწყვეს, რის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია Imedi აზერბაიჯანულ გამოცემა Haqqin.az-ზე დაყრდნობით.

დაღუპული არიან რუსეთის მოქალაქე და საქართველოს მოქალაქე, რომელიც უკვე საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ადგილობრივი მასმედიის ინფორმაციით, დაპირისპირებულმა მხარეებმა გამოიყენეს როგორც ცივი, ისე ცეცხლსასროლი იარაღი.

საქართველოს კონსულს კავშირი აქვს თურქეთის სამართალდამცავ ორგანოებთან. საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას მომხდარის დეტალების შესახებ ჯერჯერობით არ ავრცელებს.