Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
განათლების სფეროში ბლოკჩეინის ტექნოლოგიები დაინერგება
2019-06-18 13:13:22

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, საქართველო რეგიონში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც განათლების სფეროში ბლოკჩეინ-ტექნოლოგიებს დანერგავს და, ამგვარად, იზრუნებს იმაზე, რომ ეს სფერო მოწინავე ტექნოლოგიებზე გადავიდეს, განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა.

განათლების სამინისტრომ უდიდეს საერთაშორისო ტექნოლოგიურ ბლოკჩეინ-კომპანია Input Output HK Ltd-სთან (IOHK) ხელი მოაწერა მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ. ბლოკჩეინი - ესაა მონაცემთა გამანაწილებელი ბაზა, რომელსაც მონაცემთა შენახვის მოწყობილობა საერთო სერვერთან არა აქვს შეერთებული. მემორანდუმს ხელი მოაწერეს განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და IOHK-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჩარლზ ჰოსკინსონმა.

ბლოკჩეინის ტექნოლოგია დღეს მოწინავე ტექნოლოგიაა, რომლის დანერგვა სხვადასხვა სფეროში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ბევრ ქვეყანაში ხდება. დღეს ბლოკჩეინ-ტექნოლოგიებში მსოფლიოში ლიდერ კომპანიასთან ძალიან მნიშვნელოვანი მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც გულისხმობს განათლების სიტემაში ბლოკჩეინ-სისტემის დანერგვას", - განაცხადა ბატიაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, მოსამზადებელი სამუშაოები უკვე ჩატარდა და ივლისიდან ამერიკელი კოლეგების დახმარებით ამ სისტემის დანერგვა დაიწყება.

ჰოსკინსონის თქმით, განათლების სისტემაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა ქვეყანას არსებული გამოწვევების გადალახვაში დაეხმარება.

მოხარული ვართ, რომ საქართველოს მთავრობასთან ერთად ვმუშაობთ მთელ რიგ პროექტებზე ბიზნესის, განათლებისა და სახელმწიფო სერვისები სფეროში. მძლავრი საუნივერსიტეტო სექტორისა და საქართველოს მთავრობის დამოკიდებულება ამ სფეროს მიმართ ყველა წინაპირობას ქმნის, იქცეს ქვეყანა საერთაშორისო ბიზნეს-ცენტრად. გვიხარია, რომ ამ პროცესის, „მოგზაურობის" ნაწილი ჩვენც ვართ. დარწმუნებული ვარ, ერთად განვავითარებთ საქართველოში ბლოკჩეინის ეკოსისტემას, რაც დაეხმარება ხალხს მათ წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში", - განაცხადა ჰოსკინსონმა.

განათლების სამინისტროში აღნიშნავენ, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ კომპანია IOHK-, ტექნოლოგიების ინტეგრაციისა და ციფრულ სამყაროსთან დაახლოების პროცესში საქართველოს თავისი გამოცდილება და ცოდნა გაუზიაროს.

კომპანია IOHK 2015 წელს დაარსდა. ესაა ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ისწრაფვის, სამი მილიარდი ადამიანისთვის ფინანსური მომსახურების წარსადგენად ინოვაციები გამოიყენოს. ესაა ინჟინირინგული კომპანია, რომელიც ქმნის კრიპტოვალუტებსა და ბლოკჩეინებს აკადემიური დაწესებულებების, სახელმწიფო სტრუქტურებისა და კორპორაციებისთვის.

საქართველოში განათლების მასშტაბური რეფორმა მიმდინარეობს. ექსპერტებმა რეფორმის ათი პაკეტი მოამზადეს, რომლებიც ყველა მიმართულებას მოიცავს. რეფორმები ოთხ წელზეა გათვლილი და მიმართულია იქით, რომ საქართველო საგანმანათლებლო ცენტრად გადაიქცეს და რეგიონში ლიდერი ქვეყანა გახდეს.