Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
“ერთი სარტყელი, ერთი გზა“: საინფორმაციო მაგისტრალი გაივლის თურქეთით, აზერბაიჯანით თუ სომხეთით?
2019-06-18 12:16:12

ჩინეთის კავშირგაბმულობისა და მრეწველობის სამინისტრო და სრ მაღალტექნოლოგიური მრეწველობის სამინისტრო ააქტიურებენ თანამშრომლობას. ამის შესახებ "არმენპრესსთთან" საუბარში განაცხადა სომხეთის მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრმა ჰაკობ არშაკიანმა.

იგი შეეხო განსაკუთრებით დიდ პროექტს "ერთი სარტყელი, ერთი გზა", რომელიც მოიცავს აზიის ქვეყნების მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან დამაკავშირებელ საინფორმაციო მაგისტრალის პროგრამას, რომელიც შედგება რამდენიმე ნაწილისაგან. ერთი ნაწილი მოქმედებს რუსეთის ტერიტორიაზე, რაც გულისხმობს ციფრული არხების უზარმაზარ ინფრასტრუქტურას და აკავშირებს ევროპასთან., მეორე ნაწილი გათვალისწინებულია ავღანეთისთვის, ირანისთვის.

"ამჟამად განიხილება გაგრძელება და აუცილებელია, გადაწყვიტონ ეს მაგისტრალი გაივლის  თურქეთით, აზერბაიჯანით, თუ სომხეთით?. მე მინისტრს წარვუდგინე ჩვენი შესაძლებლობები. კერძოდ, ის ფაქტი, რომ ჩვენ უკვე გვაქვს ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა, რომელიც გადის სომხეთით, ირანის გავლით გადის ყურის ქვეყნებში, კერძოდ ერაყში. სხვათა შორის, ერაყში ჩემი ვიზიტის დროს, სომხეთის, ირანის, ყატარის კომპანიებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც მათ სურთ სპარსეთის ყურის ფსკერით ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის გაყვანა კატარისკენ, ანუ არაბულ სამყაროსკენ. ამან ჩინელ მინისტრზე შთაბეჭდილება მოახდინა, არ იცოდა, რომ ასეთი ინფრასტრუქტურა გვაქვს", - თქვა ჰაკობ არშაკიანმა.