Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სომხეთმა გააძლიერა ნორმატიულ–სამართლებრივი ველი ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები
2019-06-17 16:54:35

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ სომხეთმა გააძლიერა ნორმატიულ–სამართლებრივი ველი ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში. ამის შესახებ აღინიშნება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ვებ-გვერდზე, საკანონმდებლო მიმოხილვის ინტეგრირებული სამსახურის (IRRS) ჯგუფის შვიდდღიანი მისიის შედეგებზე დაყრდნობით, რომელზეც განხილულ იქნა 2015 წელს  საკანონმდებლო მიმოხილვის ინტეგრირებული სამსახურის წინასწარი მისიის დროს სომხეთისთვის მიცემული რეკომენდაციების და წინადადებების განხორციელება.

მისია განხორციელდა სომხეთის მთავრობის თხოვნით და ორგანიზებულ იქნა სომხეთის ბირთვული მარეგულირებელი სააგენტოს მიერ  (anra).

ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ სომხეთმა 2015 წელს გადადგა პროგრესული ნაბიჯი, მიიღო რა საწვავის და რადიოაქტიური ნარჩენების გადამუშავების სტრატეგია და გააძლიერა რა ინსპექცია საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მზადყოფნასთან დაკავშირებით.