Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ევროსაბჭოს მმართველი ორგანოები დაინტერესებულნი არიან სომხეთში განხორციელებული დემოკრატიული ცვლილებებით
2019-06-17 16:33:06

ევროპარლამენტის მმართველი ორგანოები ამ უკანასკნელ ხანებში ყურადღებით ეკიდებიან იმ დემოკრატიულ ცვლილებებს, რომელიც ხორციელდება სომხეთში. ისინი  განსაკუთრებით მიესალმებიან ცვლილებებს სასამართლო სფეროში. ეს ცვლილებებია: სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის ზრდა, ახალი სისხლის სამართლის კოდექსის მიღება, ახალი სტრუქტურების შექმნა. ყოველივე ეს  ხელს შეუწყობს კორუპციისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას.  სრ საგარეო საქმეთა სამინისტროში ადგილი ჰქონდა სომხეთ- ევროსაბჭოს 2019-2020 წწ. სამოქმედო  პროგრამის ოფიციალური დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა  ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე გაბრიელა ბატაინი-დრაგონი.

 „სომხეთმა უკვე გაატარა რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმა, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. პრემიერ მინისტრმა ფაშინიანმა ევროსაბჭოს პარლამენტთაშორისო ასაბლეაზე  ამა წლის აპრილში თავისი გამოსვლისას ნათლად აღნიშნა, რომ  აუცილებელია მთავრობის კიდევ უფრო მეტი დეცენტრალიზაცია, კორუფციის აღმოფხვრა,  სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა  და შედეგიანობის უზრუნველყოფა. ჩვენი სამოქმედო გეგმა მხარს უჭერს ყველა იმ მიზანს, რომელიც ასე აქტუალურია სომხეთის დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაში“-, აღნიშნა გაბრიელა ბატაინი-დრაგონმა.