Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ხანძარი წნორში - დაიწვა 30 ტონამდე მარცვლეული
2019-06-17 11:15:49

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით,  სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ წნორში ხანძარია, იუწყება ტელეარხი Rustavi2.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ცეცხლი ინდოელების საკუთრებაში არსებულ სასაწყობე მეურნეობას გაუჩნდა, რომელიც სახელმწიფოს კუთვნილი ყოფილი წისქვილკომბინატის შენობაში მდებარეობს. საწყობს ფერმერები მარცვლეულისა და სოფლის მეურნეობის ტექნიკის შესანახად იყენებდნენ.

წინასწარი ინფორმაციით, განადგურდა 30 ტონამდე მარცვლეული. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

ადგილზე, სახანძრო-სამაშველო ბრიგადებთან ერთად, მობილიზებულია პოლიცია.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმარუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა, ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.