Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
თუშეთში გზიდან ავტომობილი გადავარდა, რომელშიც ტურისტები იმყოფებოდნენ - არის მსხვერპლი
2019-06-14 15:44:42

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, თუშეთის გზაზე კლდიდან ტურისტებით სავსე მანქანა გადავარდა, იუწყება ტელეკომპანია პირველი არხი".

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა, თუშეთის გზის მე-18 კილომეტრზე მოხდა.

ახმეტის ვიცე-მერის, ვაჟა ნასყიდაშვილის ინფორმაციით, არის მსხვერპლიც.

ადგილზე ამ წუთებში სამაშველო და სასწრაფო ბრიგადები მიემგზავრებიან. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები.

დღეს გზების დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56- კმ-ზე კლდის მასა ჩამოიშალა და გზის სავალი ნაწილი ჩაკეტა.

ფშაველიაბანოომალოს გზა ერთადერთი საავტომობილო გზაა, რომელიც თუშეთში მიდის. უამინდობის გამო ეს გზა ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მაისის შუა რიცხვებამდე დაკეტილია.

თუშეთისკენ მიმავალ გზაზე გაწმენდითი სამუშაოები მაისის შუა რიცხვებში დაიწყო, მაგრამ უხვი ნალექის გამო ნაპირებიდან მდინარე სტორი გადმოვიდა და გზის დაახლოებით 150-მეტრიანი მონაკვეთი წაიღო. დაზიანებულ მაგისტრალზე მუშაობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.