სომხეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე ვიგენ ქოჩარიანმა მონაწილეობა მიიღო სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობის საბჭოს მეორე სხდომაზე ბრიუსელში. სამინისტროს უწყებით, ვიგენ ქოჩარიანმა წარმოადგინა სომხეთის სამართლებრივ სფეროში მიმდინარე უახლესი მოვლენები, ისაუბრა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში სტრატეგიული პოლიტიკის შემუშავების პროცესზე.
საბჭომ გამოაქვეყნა ერთობლივი განცხადება, რომელიც ხაზს უსვამს დამოუკიდებელი, ეფექტური და ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემის მნიშვნელობას, რომელიც ხელს უწყობს არა მარტო ადამიანის უფლებებს, არამედ ასევე ეკონომიკურ განვითარებას და უცხოური ინვესტიციებისთვის ხელსაყრელ ბიზნეს გარემოს უზრუნველყოფას. საბჭო მიესალმა სომხეთის კონსტიტუციისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სომხეთში განხორციელებულ ძალისხმევას, ყოვლისმომცველი სასამართლო რეფორმების მიმართულებით.