Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ევროკავშირმა 25 მილიონი ევრო გამოყო სომხეთის დემოკრატიული რეფორმების განსახორციელებლად
2019-06-14 11:00:28

ევროკავშირმა სომხეთს დამატებით 25 მილიონი ევრო დახმარება ამოყო დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერისა და ევროკავშირთან ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმების განსახორციელებლად.

ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში, რომელიც ბრიუსელში გამართულ ევროკავშირ-სომხეთის პარტნიორობის საბჭოს მეორე სხდომის დასასრულს გავრცელდა.

"ევროკავშირის საბჭომ აღნიშნა, რომ ევროკავშირმა სომხეთ 2017-2020 წლებისათვის დაახლოებით 160 მილიონი ევრო გამოყო. რეფორმების შეთანხმებული დღის წესრიგისა და პარტნიორობის შესახებ ყოვლისმომცველი და გაფართოებული შეთანხმების განხორციელებაში  სომხეთის ერთგულების აღიარების ნიშნად, ევროკავშირმა გადაწყვიტა, დამატებით 25 მილიონი ევრო გამოყოს სომხეთყოველწლიური დახმარების პროგრამის შესაბამისად  2019 ", - ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირის საბჭომ ხაზი გაუსვა პარტნიორობის შესახებ ყოვლისმომცველი და გაფართოებული შეთანხმების შემდგომი განხორციელების მნიშვნელობას და სომხეთთან ვაჭრობის გაფართოებ.

ევროკავშირმა ასევე განაცხადა, რომ გააგრძელებს სომხეთის დახმარებას  ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის პროექტების განხორციელებაში.