Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ერევანში ჩატარდება მე-16-ე კინოფესტივალი „ოქროს გარგარი“
2019-06-13 17:41:08

7 ივლისს   ერევანში  ჩატარდება რიგით მე-16-ე კინოფესტივალი „ოქროს გარგარი“. ერთობლივი პრეს-კონფერენციისას ღონისძიების ორგანიზატორებმა ჟურნალისტებს გააცნეს კინოფესტივალის  ოფიციალური ბანერი, ისევე როგორც შეეხნენ ფესტივალის ფარგლებში ჩასატარებელ ღონისძიებებს.

საერთაშორისო ფესტივალმა მიიღო 740 განაცხადი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, გარდა ამისა არჩეული იქნენ ფილმები მსოფლიოს სხვადასხვა ფესტივალებიდან, მათ შორის,  კანის, ბერლინის და როტერდამის ფესტივალებიდან.

ფესტივალის პროგრამა ითვალისწინებს   საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი ფილმების რეგიონალურ კონკურსს, ხოლო კონკურსგარეშე ჩატარდება ღონისძიება „რეგიონალური პანორამა“.