Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
იაგლანდმა წერილი გაუგზავნა ფაშინიანს. ევროპის საბჭო დადებითად აფასებს პრემიერ-მინისტრის ვალდებულებას სასამართლო რეფორმის განსახორციელებლად
2019-06-13 13:01:50

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიორნ იაგლანდმა წერილი გაუგზავნა სრ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს, რომელშიც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპის საბჭო დიდად აფასებს  საქართველოს პრემიერ-მინისტრის ძალისხმევას  სასამართლო სისტემის რეფორმის დღის წესრიგთან დაკავშირებით.

"ჩვენ ვიზიარებთ თქვენს შეფასებას მასზედ, რომ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ძალისხმევა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით და რეორგანიზაცია და რეფორმა განვახორციელოთ სასამართლო სისტემაში სომხეთის კონსტიტუციისა და სომხეთის საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად“ –აღნიშნა ტორბიორნ იაგლანდმა და დასძინა "ყოვლისმომცველი და პერსპექტიული სასამართლო რეფორმის სწრაფი და გადამწყვეტი სტრატეგია სათანადოდ რეალურს გახდის  თქვენი ხელისუფლების ლეგიტიმურ მიზნებს. ეს სტრატეგია შეიძლება აშენდეს სამ საყრდენ სვეტზე: კორუფციასთან ბრძოლის ინტენსიური ძალისხმევა, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ეფექტურობის გაუმჯობესება და ადამიანის უფლებების დარღვევის აღმოფხვრა. ასეთი სტრატეგია უზრუნველყოფს ნდობის აღდგენას რეფორმების მიმართ, მათი პროგნოზირებადობის და საერთაშორისო მხარდაჭერის უწყვეტობას.

ევროპის საბჭო მზად არის აქტიური მონაწილეობა მიიღოს ამ რეფორმის განხორციელებაში იმ სამოქმედო გეგმის წრეებში, რომელიც ამოქმედდება რამდენიმე დღის შემდეგ ერევანში გენერალური მდივნის მოადგილის მონაწილეობით".