Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
საქართველოს ეროვნული ბანკი პოლიტიკას არ შეცვლის
2019-06-13 11:51:05

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად - წლიური 6,5%-ის დონეზე დატოვების შესახებ, ნათქვამია ბანკის პრეს-რელიზში.

რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითად ბერკეტს წარმოადგენს და საფინანსო სექტორში საბაზრო განაკვეთების ორიენტირად მიიჩნევა.

ბოლოს განაკვეთი შეიცვალა 2019 წლის მარტში, როდესაც წლიური 6,75%-დან მიმდინარე დონემდე შემცირდა.

მაისში წლიურმა ინფლაციამ საქართველოში შეადგინა 4,7%, რაც ერთჯერადი ფაქტორების მნიშვნელოვანი ზეგავლენით აიხსნება. კერძოდ, წლის დასაწყისში თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის მატების წვლილი მაისის წლიურ ინფლაციაში 1,3 პროცენტული პუნქტი იყო.

პრესრელიზში ასევე საუბარია მსოფლიო ბაზრებზე წლის დასაწყისიდან ბენზინზე ფასების ზრდის შესახებ.

საბაზო ინფლაცია, რომელიც გამორიცხავს სურსათს, ენერგომატარებლებსა და თამბაქოს, 1,1 პროცენტია, რაც მიუთითებს, რომ ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა დროებითია“, - ნათქვამია პრესრელიზში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ არსებული პროგნოზების მიხედვით, მოსალოდნელია, რომ, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია, ერთჯერადი გარე ფაქტორების ამოწურვის შემდგომ, მომავალი წლის დასაწყისიდან შემცირებას დაიწყებს და მიზნობრივ - 3%-იან დონეს დაუახლოვდება.

ერთობლივი მოთხოვნა კვლავ ჩამორჩება მის პოტენციურ დონეს და, შესაბამისად, მოთხოვნის მხრიდან ინფლაციური წნეხი კვლავ სუსტი რჩება. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი მხედველობაში იღებს ასევე ინფლაციის მოლოდინების ზრდის რისკებს და, აღნიშნულის გათვალისწინებით, მონეტარული პოლიტიკის შემდგომი ნორმალიზაციის პროცესს ნელი ტემპით გააგრძელებს“, - აღნიშნულია პრესრელიზში.

აღნიშნული მიზეზების გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია განაკვეთის უცვლელად დატოვება.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2019 წლის 24 ივლისს გაიმართება.