Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
უამინდობამ საქართველოში პრობლემები შექმნა
2019-06-13 11:40:31

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით,   წუხელ გვიან ღამით ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალდა ხარაგაულის რაიონის სოფელი ზვარე.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პარალიზებულია სოფლის გზები, ჩაწყვეტილია ბონდის ხიდი. ერთ ოჯახს მოვარდნილმა წყალმა პირუტყვისა და ფრინველების სადგომი გაუნადგურა. ასევე, ჩაიკეტა გზა . . ზვარის ხიდებთან.

ზვარეში გზების აღდგენითი სამუშაოები დილიდან დაიწყო.

 ასევე, გუშინ აჭარას ძლიერი ქარი, თავსხმა წვიმა და სეტყვა დაატყდა თავს, იუწყება აჭარის ტელევიზია.

ძლიერი სეტყვა მოვიდა ქედას სოფლებში - ვაიო, მერისი, ოქტომბერი, კუჭულა, ზვარის თემის სოფლებში. დაზიანდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. მანამდე უამინდობამ ხულოს რაიონი დააზარალა.

ზარალის დათვლას დღეს დაიწყებენ.