Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
აბაშიძე კარასინთან შეხვედრის შესახებ - რაზე იმსჯელებენ დიპლომატები
2019-06-13 11:28:52

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით,    საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი პრაღაში შეხვედრაზე ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს განიხილავენ.

დიპლომატების მორიგი შეხვედრა ხუთშაბათს გაიმართება. ქართული მხრიდან შეხვედრაში ასევე მიიღებენ მონაწილეობას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი, საქართველოს სატრანსპორტო დეპარტამენტის თავმჯდომარე, ხოლო რუსეთის მხრიდან - საგარეო საქმეთა და ტრანსპორტის სამინისტროების წარმომადგენლები. ქართული დელეგაცია ჩეხეთიდან 14 ივნისს დაბრუნდება.

ჩვენი შეხვედრა, ჩვეულებრივ, რამდენიმე საათი გრძელდება. ჩავატარებთ ჩვენი ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების მონიტორინგს. ვნახავთ, რა საკითხებია, რა პრობლემები აქვთ ჩვენს კომპანიებს, რომლებიც ამ სფეროში არიან ჩართული", - განუცხადა აბაშიძემSputnik-საქართველოს".

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის თბილისის გადაწყვეტილებით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ შეწყდა. თუმცა, 2012 წლის არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში მოსული პარტიაქართული ოცნების" წარმომადგენლებმა რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელეს.

დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში რუსეთსა და საქართველოს შორის კონტაქტები ხორციელდება მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და აბაშიძისა და კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში.

რუსეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების სამეულში შედის. გარდა ამისა, სწრაფად იზრდება რუსი ტურისტების რაოდენობა. 2018 წელს ქვეყანას ესტუმრა 1,4 მილიონი რუსეთის მოქალაქე, რაც, 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 23,8%-ით მეტია.