Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სომხეთმა 3 პუნქტით გააუმჯობესა თავისი პოზიცია “სამშვიდობო გლობალურ ინდექსში“
2019-06-13 09:00:24

სომხეთმა 3 პუნქტით გააუმჯობესა თავისი პოზიცი "სამშვიდობო გლობალურ  ინდექსში" და 118-ე ადგილზე აღმოჩნდა. დასკვნა ამის შესახებ წარმოდგენილია ეკონომიკისა და მშვიდობის  ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ წლიურ კვლევში, რომელიც აანალიზებს სიტუაციას 163 ქვეყანაში, სადაც მსოფლიოს მოსახლეობის 99.7 პროცენტი ცხოვრობს.

სომხეთის მეზობელი ქვეყნებიდან სამშვიდობო ინდექსით ლიდერობს  საქართველო. იგი 99-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი 130-ე, ხოლო ირანი 139- ადგილზეა. თურქეთი სომხეთის მეზობ ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალ პოზიციაზე, 152-ე ადგილზეა.

კვლევა დაეფუძნა მთელი რიგ ფაქტორებ: საზოგადოებრივი სოლიდარობის დონე, ადამიანის უფლებების პატივისცემა, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილურობა, ტერორისტული საფრთხის დონე და საბრძოლო ოპერაციებში ამ ქვეყნის მონაწილეობა.

ისლანდია განაგრძობს მსოფლიოში ყველაზე მშვიდობიან ქვეყნ პოზიციაზე ლიდერობას, რომელსაც  2008 წლიდან ინარჩუნებს. მას მოჰყვება ახალი ზელანდია, პორტუგალია, ავსტრია და დანია.