მომავალშიც გავაგრძელებ საქმიანობას სომხეთის საკეთილდღეოდ. რენე რუკე
2019-06-13 09:11:22
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინანმა მიიღოს საფრანგეთის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი და ქალაქ ალფორვილის ყოფილი მერი, რენე რუკე.
პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ 1989 წლიდან ბატონი რუკე უკვე 30-ზე მეტჯერ იმყოფებოდა სომხეთსა და არცახში, მას სომხეთის პასპორტი გადასცა, და მადლობა გადაუხადა მისი პრო-სომხური საქმიანობისთვის.
რენე რუკემ განაცხადა, რომ ის მომავალშიც გააგრძელებს საქმიანობას სომხეთის საკეთილდღეოდ და ხელს შეუწყობს სომხების პრობლემების გაჟღერებას და გადაჭრას.
შეხვედრისას მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები სომხეთ-საფრანგეთის მეგობრული ურთიერთობის შემდგომი განვითარების შესახებ.