ბრიუსელში გაიმართება სომხეთ-ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭოს მეორე სხდომა
2019-06-12 14:00:31
13 ივნისს, დელეგაცია სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზოჰრაბ მნაცაკანიანის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრება. იგი მონაწილეობას მიიღებს სომხეთ-ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭოს მეორე სხდომაზე, რომელსაც უხელმძღვანელებს სრ საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი და ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი.
საბჭოს სხდომის ბოლოს სრ საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი შემაჯამებელ ერთობლივ პრეს-კონფერენციას გამართავენ.