სომხეთთან ბევრი რამ გვაქვს საერთო. ყაზახეთის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ტოკაევმა ისაუბრა სომხეთთან ურთიერთობების განვითარების შესახებ
2019-06-11 07:30:57
ყაზახეთის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ქასიმ ჟომარტ ტოკაევმა პრესკონფერენციაზე წარმოადგინა სომხეთთან ურთიერთობის განვითარების თავისი ხედვა.
"მე დიდი სიმპათია მაქვს სომხეთის მიმართ. ჩვენ ბევრი რამ გვაქვს საერთო ისტორიაში და ენის თვალსაზრისითაც კი. ამიტომაც მე ოპტიმიზმით ვუყურებ ჩვენს მომავალ თანამშრომლობას. ყაზახეთი ყველაფერს გააკეთებს თანამშრომლობის განსამტკიცებლად", - განაცხადა ტოკაევმა, აუწყებს Forbes-ყაზახეთი.
ყაზახეთის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ იგი ცოტა ხნის წინ შეხვდა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და განიხილა ორ ქვეყანას შორის შემდგომი თანამშრომლობის საკითხები.