Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი დღის წესრიგი როგორც რუსეთთან, ასევე საქართველოსთან. სრ საგარეო საქმეთა მინისტრი, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შესახებ გაეროს რეზოლუციის კენჭის ყრაში სომხეთის არ მონაწილეობის შესახებ
2019-06-06 17:49:17

ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა და საფინანსო-საკრედიტო და საბიუჯეტო საქმეთა ერთობლივ სხდომაზე 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების განხილვისას დაჯგუფება "ჩემი ნაბიჯი"–ს დეპუტატმა შირაკ ტოროსიანმა, საგარეო საქმეთა მინისტრს ზოჰრაბ მნაცაკანიანს მიმართა ამ დღეებში გაეროს გენერალური ასამბლეის 73–ე სესიაზე საქართველოს მიერ წარმოდგენილი  "აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და  ლტოლვილთა სტატუსის შესახებ" რეზოლუციის თაობაზე, რომლის კენჭის ყრაში სრ მონაწილეობა არ მიიღო.

შირაკ თოროსიანმა შენიშნა, რომ ეს ახალი პოზიციაა და ჰკითხა, ეს ნამდვილად საქართველო–სომხეთის ურთიერთობების ახალი ხარისხია? საერთაშორისო პლატფორმებზე თანამშრომლობის შესაძლებლობაა?, დაბრუნებაა უწინდელ ჯენტლმენტურ შეთანხმებაზე და ნამდვილად სრ–აც შეიძლება ელოდოს მსგავს ნეიტრალურ მიდგომას მის მიმართ?

ზოჰრაბ მნაცაკანიანმა აღნიშნა, რომ სომხეთს აქვს რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობა და ფართო დღის წესრიგი. "ჩვენს მიერ ჩამოყალიბებული ღრმა ურთიერთობების დღის წესრიგი რუსეთთან  უცვლელი რჩება და ჩვენ გავაგრძელებთ ამ ურთიერთობების გაღრმავებას, რაც ასევე შედის სამთავრობო პროგრამაში",– განაცხადა მან.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთს ასევე მნიშვნელოვანი დღის წესრიგი აქვს საქართველოსთან, როგორც მეზობელ სახელმწიფოსთან.  "გვაქვს თანამშრომლობის მსგავსი ფართო და და მნიშვნელოვანი დღის წესრიგი, რომლებიც ასევე ეხება რეგიონუილ უსაფრთხოებას და სტაბილობას და ჩვენ ერთმანეთს ვუთავსებთ რა ორ მნიშვნელოვან ქვეყანასთან ჩვენს ურთიერთობებს, ვხელმძღვანელობთ საგარეო პოლიტიკის ამ ორი მნიშვნელოვანი მიმართულებებით"–აღნიშნა მან.