Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სომეხთა გენოციდის აღიარება სომხეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს წარმოადგენს: სრ სს სამინისტრო
2019-01-30 11:19:38

სომეხთა გენოციდის აღიარება არა მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგშია, არამედ სომხეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტიც გახლავთ. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ზურაბ მნაცაკანიანმა განაცხადა ეროვნულ კრებაში მთავრობასთან კითხვა-პასუხის რეჟიმის მიმდინარეობისას.
"ეს არ არის მხოლოდ სომხეთის ან სომეხი ხალხის საკითხი. ეს ეხება ნებისმიერ სახელმწიფოს, ნებისმიერ ერს, რომელიც სერიოზულად არის დაინტერესებული გენოციდების პრევენციით", - განაცხადა მნაცაკანიანმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ აღიარების პროცესი მეტად რთულია და ის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მიმდინარეობს  ინტენსიური შეუწყნარებლობის, რასიზმისა და ქსენოფობიის ფონზე.