Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ფოთის პორტი ღრმაწყლოვანი გახდება
2019-05-29 22:43:56

,,სპუტნიკი საქართველოს” ინფორმაციით, ფოთის პორტში ახალი, ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა იგეგმება, ნათქვამია ფოთის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

პროექტის პირველი ეტაპის ღირებულება 250 მილიონ დოლარს შეადგენს. აშენდება 1640 გრძივი მეტრი სიგრძის ახალი დამცავი მოლი და 700 გრძივი მეტრი სიგრძის ღრმაწყლოვანი ნავმისადგომი.

ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგური შეძლებს არსებულ გამტარიანობასთან ერთად უზრუნველყოს დამატებით 9 მილიონი ტონა ნაყარი/გენერალური ტვირთისა და 500 000 TEU- გადამუშავებას წელიწადში“, - ნათქვამია განცხადებაში.

იქვე აღნიშნულია, რომ ეს ქვეყნისთვის უპრეცედენტო მასშტაბების პროექტია.

ფოთის პორტის მშენებლობა 160 წლის წინ დაიწყო და იმ დროიდან მსგავსი მასშტაბის პროექტი ფოთში არ განხორციელებულა.

დღეს ჩვენი მთავარი საზრუნავია ხელი შევუწყოთ ახალი ნავსადგურის მშენებლობას, სწორად დავგეგმოთ ქალაქის სივრცითი განვითარების პრიორიტეტები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სარკინიგზო და საავტომობილო ინფრასტრუქტურის სწრაფი განვითარება“, - აღნიშნავს ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია.

ფოთის პორტი 29,7 ჰექტარი ფართობის ტერიტორიაზე მდებარეობს. პორტში არის 15 დოკი, საიდანაც 10 ამწეებით არის აღჭურვილი. პორტის ტვირთბრუნვა წელიწადში 11 მილიონ ტონას შეადგენს.