საფრანგეთის მუზეუმი Camp des Milles შეივსება სომეხთა გენიოციდის თემაზე ექსპონატებით
2019-05-29 18:30:46
საფრანგეთის ბუშ დიუ ღონის პროვინციაში მდებარე მუზეუმი Camp des Milles შეივსება სომეხთა გენიოციდის თემაზე ექსპონატებით. სომეხთა გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ბუშ დიუ ღონის დეპარტამენტთან .
„მუზეუმის ექსპონატებს შორის არის ერთი ეპიზოდი სომხების შესახებ. ხელმოწერილი ხელშეკრულება ითვალისწინებს ამ თმაზე ექსპონატების რიცხვის გაზრდას. მასალები გამოფენილი იქნება სამი მიმართულებით: თავდაცვის, ბავშვთა მიმართ ძალადობისა და კულტურული გენოციდის შესახებ“, - ამის შესახებ აღნიშნა სომეხთა გენიციდის მუზეუმ-ინსტიტუტის დირექტორმა ჰაიკ დემოიანმა. როგორც მან თქვა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მასალების მიწოდება უნდა მოხდეს 2 წლის განმავლობაში.