ჩრდილოეთ კავკასიის საბაჟო სამმართველო და სახელმწიფო საშემოსავლო კომიტეტი განაახლებენ თანამშრომლობას
2019-05-29 14:47:33
ჩრდილოეთ კავკასიისა და ჩრდილოეთ ოსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის დელეგაცია ერევანში სომხეთის საბაჟო ორგანოების წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ იტყობინება სომხეთის რესპუბლიკის საშემოსავლო კომიტეტი. ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნა სომხეთსა და რუსეთს შორის საქართველოს ტერიტორიით საქონლის ტრანსპორტირების საკითხი.
კერძოდ, განიხილეს ხსვადასხვა საბაჟო პროცედურებისას საქონლის გაფორმების, შესაბამისი ინფორმაციის გაცვლის საკითხი. შეეხნენ ზემო ლარსში საქონლის გატარების პროცედურების დაჩქარების თემასაც.