
პოლიტიკა
2019-06-21 16:13:43
ფრენკ ფალონმა სომხეთ-აშშ ურთიერთობების 100 წლისთავთან დაკავშირებით ორმხრივი რეზოლუცია წარმოადგინა კონგრესის წინაშე

ეკონომიკა
2019-06-21 15:00:59
სომხეთი, დამაკავშირებელი რგოლი საზღვარგარეთულ სტარტაპებსა და სილიკონის დაბლობს შორის: მინისტრი არშაკიანი იძლევა ახსნა-განმარტებას ახალი პროგრამის ირგვლივ

პოლიტიკა
2019-06-21 12:30:35
შუამდგომლები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს მოუწოდებენ კიდევ ერთხელ დაადასტურონ თავიანთი ვალდებულება მკაცრად დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი
2019-06-13 11:30:39
საერთაშორისო
დელეგაცია სომხეთის ეროვნული კრების სპიკერის ხელმძღვანელობით შეხვდა შვედეთის საგარეო სფეროს მინისტრებს
სომხეთის ეროვნული კრების სპიკერის არარატ მირზოიანის ხელმძღვანელობით დელეგაცია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის მინისტრ პიტერ ერიკსონს შეხვდა.
სომხეთის ეროვნული კრების უწყებით არარატ მირზოიანმა მაღალი შეფასება მისცა შვედეთის გადაწყვეტილებას, გადახედოს თავის წინა პოლიტიკას და გადავიდეს სომხეთთან ორმხრივი პროგრამების ფორმატში.
2019-06-13 09:11:22
პოლიტიკა
მომავალშიც გავაგრძელებ საქმიანობას სომხეთის საკეთილდღეოდ. რენე რუკე
სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინანმა მიიღოს საფრანგეთის პარლამენტის ყოფილი დეპუტატი და ქალაქ ალფორვილის ყოფილი მერი, რენე რუკე.
პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ 1989 წლიდან ბატონი რუკე უკვე 30-ზე მეტჯერ იმყოფებოდა სომხეთსა და არცახში, მას სომხეთის პასპორტი გადასცა, და მადლობა გადაუხადა მისი პრო-სომხური საქმიანობისთვის.
2019-06-13 09:00:24
ანალიტიკური
სომხეთმა 3 პუნქტით გააუმჯობესა თავისი პოზიცია "სამშვიდობო გლობალურ ინდექსში"
სომხეთმა 3 პუნქტით გააუმჯობესა თავისი პოზიცია "სამშვიდობო გლობალურ ინდექსში" და 118-ე ადგილზე აღმოჩნდა. დასკვნა ამის შესახებ წარმოდგენილია ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ წლიურ კვლევაში, რომელიც აანალიზებს სიტუაციას 163 ქვეყანაში, სადაც მსოფლიოს მოსახლეობის 99.7 პროცენტი ცხოვრობს.
სომხეთის მეზობელი ქვეყნებიდან სამშვიდობო ინდექსით ლიდერობს საქართველო. იგი 99-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი 130-ე, ხოლო ირანი 139-ე ადგილზეა. თურქეთი სომხეთის მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე დაბალ პოზიციაზე, 152-ე ადგილზეა.
2019-06-13 08:30:34
პოლიტიკა
ზურა ხაჩიძე სამცხე–ჯავახეთში სამხარეო რწმუნებულის მოადგილედ დაინიშნა
პირველი არხის უწყებით, მომღერალი ზურა ხაჩიძე სამცხე–ჯავახეთში სამხარეო რწმუნებულის მოადგილედ დაინიშნა.
აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს მხარის გუბერნატორმა, ბესიკ ამირანაშვილმა დაუდასტურა.
მომღერალი მხარის რწმუნებულის, ბესიკ ამირანაშვილის მესამე მოადგილე იქნება.
2019-06-13 08:00:08
საერთაშორისო
საგარეო უწყება - ისრაელში ქართველების მასობრივ დაკავებას ადგილი არ ჰქონია
პირველი არხი იტყობინება, რომ ქართველების მასობრივ დაკავებას ისრაელში ადგილი არ ჰქონია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ ისრაელში საქართველოს მოქალაქეების დაკავების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ისრაელის საემიგრაციო სამსახური მუდმივად ახდენს ისრაელში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოწმებას.
2019-06-12 18:59:35
პოლიტიკა
წინა ხაზის გასწვრივ მთელ სიგრძეზე შეინიშნება აზერბაიჯანის უპილოტო საფრენი აპარატებისა და სამხედრო ავიაციის საწვრთნელი ფრენების ზრდა, რაც ხშირად არღვევს ფრენის დადგენილ ზონას. არცახის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო
11 ივნისს დღის განმავლობაში და 12 ივნისს ღამით, აზერბაიჯანულმა მხარემ მოწინააღმდეგე ჯარების ფრონტის ხაზის მთელ რიგ მონაკვეთებზე აამოქმედა როგორც სხვადასხვა ტიპის გრძივი და სნაიპერული იარაღი, ასევე ჰან -17 ტიპის ყუმბარმტყორცნი (5 ყუმბარა). ამის შესახებ აუწყებს არცახის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური. გარდა ამისა, წინა ხაზის გასწვრივ მთელ სიგრძეზე შეინიშნება აზერბაიჯანის უპილოტო საფრენი აპარატებისა და სამხედრო ავიაციის საწვრთნელი ფრენების ზრდა, რაც ხშირად არღვევს ფრენის დადგენილ ზონას.
2019-06-12 16:30:36
საზოგადოება
რობერტ ქოჩარიანის და სხვების საქმეზე საჩივრის გამოძიება გაგრძელდება 14 ივნისს
სომხეთის რესპუბლიკის მეორე პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის, სეირან ოჰანიანის, იური ხაჩატუროვის და არმენ გევორგიანის საქმეზე გენერალური პროკურორის, ასევე, დაზარალებულთა სამართალმემკვიდრეების წარმომადგენლის ვაჰე გრიგორიანის და დაზარალებულის წარმომადგენლის სედა საფარიანის მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის მოსმენა დღეს გადაიდო. მომდევნო სხდომა 14 ივნისს 10:30 საათზე გაიმართება. ამის შესახებ განაცხადა მოსამართლე არმენ დანიელიანმა
ამ პერიოდის განმავლობაში, დაცვის მხარე უნდა უზრუნველყოფილი იქნეს მის მიერ მოთხოვნილი გარკვეული მასალებით, მათ შორის, სააპელაციო სასამართლოში საჩივრების წარმოებაში მიღების შესახებ.
2019-06-12 15:00:46
საზოგადოება
პარტია "აყვავებული სომხეთის" ლიდერი გაგიკ წარუკიანი დაკითხვაზე დაიბარეს
პარტია "აყვავებული სომხეთის" ლიდერი გაგიკ წარუკიანი დღეს საგამოძიებო კომიტეტში დაკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ Sputnik- არმენიასთან ინტერვიუში განაცხადა სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის
ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნაირა ჰარუთუნიანმა.