Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ავარია ტოსკანაში: საქართველოს ორი მოქალაქე საავადმყოფოში მოხვდა
2019-05-23 11:44:19

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, ტურისტულ ავტობუსში, რომელიც ფლორენციიდან სიენაში მიდიოდა და ტოსკანაში გადაბრუნდა, საქართველოს რვა მოქალაქე იმყოფებოდა, მაგრამ არცერთ მათგანს არ აქვს რაიმე დაზიანება, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ.

ტურისტულ ავტობუსში, რომელიც მოძრაობდა სიენადან ფლორენციის მიმართულებით, იმყოფებოდა საქართველოს 8 მოქალაქე. არც ერთ მათგანს დაზიანება არ მიუღია, მხოლოდ ორია ჰოსპიტალიზებული. როგორც ექიმები აცხადებენ, ჰოსპიტალიზაციის მიზანი იყო, რომ მათ მოხსნოდათ ავარიის შედეგად მიღებული შოკი და არც ერთი მათგანის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. სულ ავტობუსში იმყოფებოდა 55 ადამიანი, აქედან 36 არის დაშავებული და ისინი უცხო ქვეყნების მოქალაქეები არიან", - განაცხადა კონსტანტინიდმა.

იტალიაში რუსეთის საელჩოს ბოლო მონაცემებით, ავარიაში დაიღუპა ერთი ქალი, 33 მგზავრი დაშავდა. დაჭრილებს შორის რუსეთის 19 მოქალაქეა, იუწყება РИА Новости.

ავტობუსში ასევე უკრაინის, სომხეთის და მოლდოვის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.