“ავრორა“ მიიღებს 2020 წლის დაჯილდოების კანდიდატურებს
2019-05-16 13:00:25
მსოფლიო ვიდრე ელოდება თუ ვინ გახდება 2019 წლის "ავრორას" დაჯილდოების ლაურეატი, ჰუმანიტარული ინიციატივა ავრორა აცხადებს 2020 წლის დაჯილდოების კანდიდატების წარდგენის დაწყებას, აუწყებს ინიციატივის პრესსამსახური.
საერთაშორისო ჰუმანიტარული დაჯილდოება მხარს უჭერს დღევანდელ გმირებს, რომლებიც თავდადებით ემსახურებიან ხალხის გადარჩენას მსოფლიოს ყველაზე საშიშ კუთხეებში, საფრთხეს უქმნიან საკუთარ სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და თავისუფლებას. ეს დაჯილდოება სომეხთა გენოციდისგან გადარჩენილთა სახელით ხდება, მათი მხსნელების მიმართ მადლიერების გამოსახატავად.
ყოველწლიურად ჰუმანიტარული ინიციატივა "ავრორა" 1,000,000 დოლარით აჯილდოებს ლაურეატს, რითაც უზრუნველყოფს შემოწირულობის ჯაჭვის გაგრძელებას და ხელს უწყოს ამით ინსპირირებულ ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს.