ჩინეთში 29 აპრილს გაიხსნა სამებაღეო გამოფენა Expo Beijing 2019. სომხეთის ეკონომიკური განვითარებისა და საინვესტიციო სამინისტროს უწყებით, სომხეთიც არის წარმოდგენილი გამოფენაზე პავილიონით თემაზე "ბუნებასთან ჰარმონიით", რომელშიც წარმოდგენილია ბაღჩეული, როგორიცა ორი გარგარის და 2 ვაზის ნერგი. წარმოდგენილია ასევე სომხეთის საუკეთესო ღვინოები, კონიაკი და ხილისგან დამზადებული პროდუქცია, ჩირების ასორტი, ჩურჩხელა და ტყლაპი, შოკოლადიანი ჩირები, ხილის ჯემი, სომხური ხალიჩები, რელიგიური სუვენირები და ნივთები, სომხური ხელნაწერები და ისტორიული სიმბოლოები. დიდ ეკრანზე იქნება ნაჩვენები სომხური კულტურის, ტურისტული სანახაობებისა და მეღვინეობის ამსახველი ვიდეოები.
სომხური პავილიონის ხელმძღვანელია კარენ ხაჩატრიანი. მისი სიტყვებით, საშუალოდ დღეში 40000-42000 ადამიანი სტუმრობს სომხურ პავილიონს.