Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
„სამეფო კარის თამაშების“ სტილში: ნემსაძემ „ევროვიზიაზე“ პირველი რეპეტიცია გაიარა
2019-05-06 22:00:03

,,სპუტნიკი საქართველოს” ინფორმაციით, მომღერალმა ოთო ნემსაძემ, რომელიც სიმღერის საერთაშორისო კონკურსევროვიზია 2019"-ზე საქართველოს წარადგენს, პირველი რეპეტიცია გაიარა - მაყურებელი აღფრთოვანდა ქართველის ძლიერი ხმით, შთამბეჭდავი შოუთი, ნომრის გრაფიკითა და ძლიერი სიმღერით.

ევროვიზია 2019" თელ-ავივში გაიმართება. კონკურსის პირველი და მეორე ნახევარფინალები და ფინალი, შესაბამისად, 14, 16 და 18 მაისს გაიმართება. ნემსაძე სიმღერითსულ წინ იარე" 14 მაისს, პირველი ნახევარფინალური საღამოს მეორე ნაწილში მე-11 ნომრად წარდგება.

კარგი ნამუშევარია, საქართველო“, „ნომერი ეპიკურია“, „ეს ნახევარფინალის ნამდვილი შავი ცხენია“, „ევროპა, მიეცი შანსი საქართველოს!“, „ოთოს ხმაზე დამბურძგლა. წარმატებები ფინალში“, „ნამდვილი ბომბია“, „მაგარია“, „ესსამეფო კარის თამაშებია?“, „მომწონს მისი სიმღერის ძალა“, „ეს შესანიშნავია! შოუზე დამბურძგლა“, - წერენ ხელმომწერები კომენტარებში რეპეტიციის ვიდეოზე.

კომენტატორებმა ასევე აღნიშნეს, რომ ნემსაძის შოუ ხაზს უსვამს მის საკონკურსო სიმღერას, თავად ოთოს უწოდეს ქარიზმატული, ხოლო მის ვოკალს - შესანიშნავი.

ცნობილია, რომ ოთო ნემსაძის ნომრის სცენიურ დადგმაზე იმუშავეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის რეჟისორმა ირაკლი გოკაძემ და გრაფიკოსმა ლევან ლორთქიფანიძემ.

რეპეტიციის შემდეგ ოთო ნემსაძე მედიის წარმომადგენლებს შეხვდა, შემდეგ კი გამართა ფანებთან შეხვედრა, რომელიც ტელ-ავივში ისრაელში საქართველოს საელჩოს, თელ-ავივის მერიის და ოთოს ფან-კლუბის მიერ იყო ორგანიზებული.

ევროვიზიას" ქართველი მაყურებელი, ტრადიციულად, პირველი არხის პირდაპირ ეთერში 23:00 საათიდან ნახავს.

ოთარ ნემსაძე წარმოშობით გორიდანაა. დაიბადა 1989 წლის 18 ივნისს. მუსიკით ბავშვობიდან იყო გატაცებული. ნემსაძის მუსიკალური კარიერა 2010 წელს დაიწყო, როდესაც მან ვოკალურ სატელევიზიო შოუჯეოსტარში" გაიმარჯვა. ოთო კარიერის დასაწყისშივე გამოირჩეოდა შრომისმოყვარეობით, საკუთარ თავზე მუშაობის უნარითა და მარცხთან შეურიგებლობით. მალევე გაიბრწყინა ქართულ-უკრაინულ შოუში „10+10", 2013 წელს კი სახელი გაითქვა უკრაინაში, როდესაც უკრაინულიხმის" (Голос) ფინალში მოხვდა.

2015 წელს მეორე ადგილი დაიკავა უკრაინულის ანალოგიურ ქართულ შოუში – „ერთი ერთში". 2013 წელს ოთო ნემსაძემ ჩაწერა სადებიუტო ალბომიფიქრების ზღვა".