Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ქართულმა ანიმაციურმა ფილმმა „მეთევზე და გოგონა“ გერმანია დაიპყრო
2019-05-01 23:48:46

,,სპუტნიკი საქართველოს” ინფორმაციით, ქართველი რეჟისორის მამუკა ტყეშელაშვილის ანიმაციური ფილმიმეთევზე და გოგონა" Arc Film Festival-ის პრიზიორი გახდა, რომელიც 25-19 აპრილის პერიოდში გერმანულ ქალაქ მაინცში გაიმართა.

როგორც სტუდია 20 Steps Production-ში იუწყებიან, რომელიც ფილმის წარმოებაზე მუშაობდა, „მეთევზე და გოგონამ" გაიმარჯვა ორ ნომინაციაში - Best Scenography და Art of Sences.

ვულოცავთ რეჟისორ მამუკა ტყეშელაშვილს და ფილმის შემოქმედებით ჯგუფს ამ მნიშვნელოვან ჯილდოს", – ნათქვამია 20 Steps Production-ის განცხადებაში.

მეთევზე და გოგონა" 15-წუთიანი გულის ამაჩუყებელი ისტორიაა 5 წლის გოგონასა და მის მეთევზე მამაზე. ეს არის ფაქიზი, ლამაზი მოთხრობა პარალელურ ცხოვრებაზე, რომლითაც ისინი ცხოვრობენ, სანამ მამა სარჩოს შოულობს, გოგონა კი სახლის საქმეებს აკეთებს. ფილმის ტრეილერი შეიძლება იხილოთ აქ.

2018 წელს მამუკა ტყეშელაშვილი მონაწილეობდა ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალში, რომელიც ქალაქ ანისში ჩატარდა. მაშინ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმი შევიდა საკონკურსო პროგრამაშიპერსპექტივები" (Perspectives).