Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ჯუღას განადგურებული ქვაჯვრების ფოტოები ერთ ალბომში შევიდა
2019-04-30 15:00:30

არქეოლოგ-ფოტოგრაფ არამ ვრუირის ჯუღას სომხური სასაფლაოს ქვაჯვრების ფოტოები და სამეცნიერო-ისტორიული ინფორმაციშევიდა ალბომში "ჯუღა- ასწლოვანი გენოციდის მოწმე", რომლის პრეზენტაცია გაიმართა 29 აპრილს წიგნის მაღაზია "ბუკინისტში".

ოთხენოვანი ალბომი, რომელსაც ერთვის ჯუღას ქვაჯვრების განადგურების შესახებ სამენოვანი დოკუმენტური ფილმი"21- საუკუნის ვანდალები"-ის დისკი, გამოსცა  სახელმწიფო არაკომერციულმა ორგანიზაციამ "ისტორიულ-კულტურული არქივ-მუზეუმებისა და ისტორიული გარემოს დაცვის სამსახური".

"ამ ინიციატივით ჩვენ შევეცადეთ მთელი მსოფლიოსთვის ხელმისაწვდომი გაგვეხადა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, გვეჩვენებინა, რომ ჯუღაში იყო ქვაჯვრები,  რომლებიც განადგურებულიაზერბაიჯანის მიერ გატარებული კულტურული გენოციდი პოლიტიკის შედეგად", -აღნიშნა სახელმწიფო არაკომერციული ორგანიზაციის "ისტორიულ-კულტურული არქივ-მუზეუმებისა და ისტორიული გარემოს დაცვის სამსახური" დირექტორმა არა თარვერდიანმა.

მისი სიტყვებით, 1915 წელს იყო სომეხი ხალხის გენოციდი, ხოლო მის შემდეგ მოხდა სომეხ ხალხის კულტურული გენოციდი.

წიგნის თანაავტორმა აშო მოვსესიანმა განაცხადა,  რომ შესწავლილია არამ ვრუირის ნეგატივების უმეტესობა. "არამ ვრუირის ფოტოებში, სადაც გამოსახულია ანი, გადარჩენილია ანის სამოც პროცენტი, ახლა კი მხოლოდ ნანგრევებიღაა შემორჩენილი, მაგრამ ჩვენ გვაქვს მასალები, რომლითაც შემდგომ  განხორციელებთ ერთ ინიციატივას," -განაცხადა მოვსესიანმა.

მეორე თანაავტორმა არშაკ ბანუჩიანმა დასძინა, რომ თავდაპირველად სურდა პარალელები გაევლოთ  ჯუღასა და ანის შორის, რომ ისინი ასი წლის განმავლობაში უწყვეტად ინგრევა, ნადგურდება, კულტურულ აღგვას ექვემდებარება.

მისი სიტყვებით, ჯუღაში მხოლოდ 25 ქვაჯვარი დარჩა, რომლებიც ახლა ეჩმიაძინშია.