Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
2019-06-05 13:00:47
საერთაშორისო
პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ რფ-ის, სრ-ის, ჩდრ-ის ლიდერები და გაეროს გენერალური მდივანი
პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის 7 ივნისის პლენარულ სხდომას დაესწრებიან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ პელეგრინი, ასევე გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერიში. ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა.
2019-05-10 09:00:58
საერთაშორისო
ესპანეთის სორიას მერიამ ოფიციალურად აღიარა სომხების გენოციდი
ესპანეთის სორიას მერიამ ოფიცალურად აღიარა სომხების გენოციდი. ამის შესახებ თავის Facebook- ის გვერდზე აუწყებს ესპანეთში სომხეთის საელჩო. "საქალაქო სხდომაზე ყველა 4-მა პარტიამ ერთხმად მიიღო სომხური გაერთიანება "არარატის" მიერ წარდგენილი შუამდგომლობა. შუამდგომლობა წაიკითხა მერმა კარლოს მარტინეს მინგესმა და განაცხადა, რომ სორია ოფიციალურად აღიარებს სომეხთა გენოციდს და მოუწოდებს კასტიას და ლეონს, ესპანეთსა და თურქეთის მთავრობებს, რომ მიბაძონ მათ მაგალითს და აღიარონ სომეხთა გენოციდი და დაგმონ დამნაშავეები ", -ნათქვამია განცხადებაში.