Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
პრემიერა თბილისში! ნინო ანანიაშვილმა ახალი ბალეტი დადგა
2019-04-30 10:56:11

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, ბალეტის პრემიერაამაო სიფრთხილეთბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სცენაზე 17 მაისს შედგება.

ბალეტის დადგმისა და ქორეოგრაფიის ავტორები არიან ნინო ანანიაშვილი და ალექსეი ფადეეჩევი. მუსიკა - ფერდინანდ ჰეროლდის და პეტერ ლუდვიგ ჰერტელის.

დადგმაში მიიღებენ მონაწილეობას საბალეტო დასის სოლისტები და თეატრის ორკესტრი პაპუნა ღვაბერიძის დირიჟორობით. ბალეტის დამდგმელი დირიჟორია გიორგი თანდაშვილი. არტისტების სცენიურ სამოსზე კოსტიუმების მხატვარმა ნინო ოჩიაურმა იმუშავა.

ბალეტის საპრემიერო ჩვენებები გაიმართება 17,18 და 19 მაისს, 19:00 და 14:00 საათზე. ბილეთები უკვე იყიდება თეატრის სალაროში და ონლაინ.

რის შესახებ არის ბალეტი?

ამაო სიფრთხილე“ (La Fille mal gardée) - ზუსტი თარგმანიაუყურადღებოდ დატოვებული ქალიშვილი“ - ორმოქმედებიანი ბალეტია, რომელიც ბალეტმაისტერმა ჟან დობერვალმა შექმნა.

აღსანიშნავია, რომ მუსიკა სპეციალურად ბალეტისთვის არ შექმნილა. დობერვალის ბალეტს, როგორც იმ დროის ბევრ ქორეოგრაფიულ სპექტაკლს, ცეკვავდნენ მუსიკაზე, რომელიც პოპულარული მელოდიებისა და კუპლეტების ნაზავს წარმოადგენდა.

დადგმის პრემიერა შედგა ბორდოს დიდ თეატრში 1789 წელს, ბასტილიის აღებამდე ორი კვირით ადრე. საბალეტო სპექტაკლს საფუძვლად უდევს გოგონა ლიზას ისტორია, რომელიც ოცნებობს თავის შეყვარებულზე, დედამისს კი უნდა ის მდიდარ და სულელ მეზობელზე გაათხოვოს.