Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
საქართველო ჯაზის საერთაშორისო დღეს უერთდება
2019-04-30 10:53:04

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, საქართველო ჯაზის საერთაშორისო დღეს შეუერთდება - ამ დღეს, 30 აპრილს, თბილისში ფრანგული ჯაზ-ბენდ Irakli Louis Ambassadors-ის და თბილისის მერიის Big Band-ის ერთობლივი კონცერტი გაიმართება.

მუსიკალური საღამო გაიმართება ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზის სცენაზე, 19:30 საათზე. ბილეთები უკვე იყიდება სალაროში და ონლაინ.

პროექტს ახორციელებს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლანიჭიერთა ათწლედი" საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თბილისის მერიის, საფრანგეთის საელჩოს და თბილისის კონსერვატორიის მხარდაჭერით.

ჯაზ-ბენდი Irakli Louis Ambassadors აერთიანებს ექვს მუსიკოსს და კოლექტივის ლიდერს - ქართველ ემიგრანტს ირაკლი დავრიშევს (დავრიშეშაშვილს). როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, ქართველი მუსიკოსი სამშობლოში კონცერტს პირველად გამართავს.

მისი შემოქმედება მჭიდროდ უკავშირდება ჯაზის გენიალურ ლეგენდას, ლუი არმსტრონგს. ირაკლი დავრიშევის კარიერაში უმნიშვნელოვანესი თარიღია1965 წლის 4 ივნისი, როდესაც მან ერთობლივი კონცერტი გამართა ლუი არმსტრონგთან. მუსიკოსი წლების განმავლობაში იყო ცნობილი კონფერანსიე, რომელიც პუბლიკას აცნობდა არმსტრონგის შემოქმედებას. მუსიკოსს გამოცემული აქვს არაერთი ალბომი“, - ნათქვამია კონცერტის ანონსში.

დღესასწაულის ისტორია

ჯაზი XIX საუკუნის ბოლოს — XX საუკუნის დასაწყისში როგორც აფრიკული და ევროპული კულტურების სინთეზი შეიქმნა და დღემდე მუსიკალური ხელოვნების უნიკალურ ფორმას წარმოადგენს.

ჯაზის საერთაშორისო დღის (International Jazz Day) დაწესების შესახებ იუნესკოს გენერალურმა კონფერენციამ 2011 წლის ნოემბერში განაცხადა. დღესასწაულის მიზანი იყო საერთაშორისო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ჯაზის პედაგოგიური როლის შესახებ, როგორც მშვიდობის, ერთიანობის, დიალოგისა და ადამიანთა შორის კონტაქტების გაფართოების ხელშემწყობი ძალის.

დღესასწაული ითვალისწინებს საზეიმო პროგრამას, რომლებიც მოიცავს მუსიკოსების ცოცხალ გამოსვლებს, მასტერკლასებსა და მრგვალ მაგიდებს იმ ადამიანების მონაწილეობით, რომლებმაც ამ ხელოვნების განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს. დღეს, ჯაზის საერთაშორისო დღესასწაული იწყება ავსტრალიაში და 190 ქვეყნის ქალაქებში მიმდინარეობს.