Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ამ ბოლო დროს გაიზარდა საზღვრის დარღვევის შემთხვევები: რატომ?
2019-04-26 18:07:16

საზღვრის დარღვევის შემთხვევათა რიცხვი ამ ბოლო დროს გაიზარდა. ამის შესახებ  ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების მეთაურმა ვაღინაკ სარგსიანმა.

 „ამის ერთ-ერთი მიზეზია  ახლო  აღმოსავლეთში მიმდინარე განვითარებები. როგორც იცით მათთვის არსებობს გარკვეული შეზღუდვები ევროპაში გამგზავრებისათვის და სომხეთს ისინი მიიჩნევენ ტრანზიტულ ქვეყნად. თურქეთმა ევროპიდან გარკვეული თანხა მიიღო მის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ლტოლვილების საკითხის მოსაგვარებლად. შემდეგ კი თურქეთმა მისი საზღვრები განამტკიცა და ლტოლვილები უკვე თავისთავად   გამოემართნენ   სომხეთისაკენ. არის თუ არა ეს  წინასწარგანზრახული ქმედება,  უკვე სხვა საკითხია“,-აღნიშნა მან.  

მეთაურის სიტყვებით  სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დამრღვევები ძირთადად არიან ინდოელები, ირანელები და ბანგლადეშელები.