Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ბულატ ოკუჯავას იუბილე თბილისში – ბარდების ფესტივალი
2019-04-26 17:29:27

,,სპუტნიკი საქართველოს“ ინფორმაციით, საავტორო სიმღერის თბილისის მეხუთე საერთაშორისო ფესტივალი 6–11 მაისს გაიმართება და ის პოეტის, ბარდისა და კომპოზიტორის ბულატ ოკუჯავას 95 წლისთავს მიეძღვნება.

როგორც საერთაშორისო კულტურულსაგანმანათლებლო კავშირრუსკი კლუბში“ (Русский клуб, რუსული კლუბი) აცხადებენ, წლევანდელი ფესტივალის სლოგანიავუმღერი მეგობრებს“. ღონისძიება, ტრადიციულად, გრიბოედოვის სახელობის აკადემიური დრამატული თეატრის სცენაზე გაიმართება. საინფორმაციო სააგენტო და რადიოSputnik–საქართველოფესტივალის მთავარი საინფორმაციო პარტნიორია.

ფესტივალში 2019 წელს მონაწილეობას ცხრა ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ: ჯავიდ იმამვერდიევი (აზერბაიჯანი), კარენ მამიკონიანი (სომხეთი), ოლგა ზალესკაია (ბელარუსი), ლეონიდ ვაქსმანი (ისრაელი), მიხაილ განტმანი და ოლგა ვასილიევა (გერმანია), იაცეკ ბესჩინსკი (პოლონეთი), ვლადიმირ ვასილიევი და ვლადიმირ კადენკო (უკრაინა).

რუსეთს წარმოადგენენ ავტორიშემსრულებლები ჩინგიზ ბახადოვი, ელენა გურფინკელი, ალექსეი ზახარენკოვი, დმიტრი კურილოვი, ვალენტინა და მიხაილ ტროშენკოვები.

ქართული მხრიდან ფესტივალზე გამოვლენ: რობ ავადიაევი, ვახტანგ აროშიძე, ანა გრინი, ზურა ზაქარიაძე, ოლეგ მჭედლიშვილი, ირინა პოროშინა და გოგა ჭყონია.

ბულატ ოკუჯავას დაბადების დღეს, 9 მაისს გრიბოედოვის თეატრის დიდ სცენაზე გაიმართება გალაკონცერტი სახელწოდებითომის სიმღერები“. საღამო გამარჯვების დღეს მიეძღვნება. მასში მონაწილეობას მიიღებენ ფესტივალის სტუმრები და ქართული ესტრადის ვარსკვლავები.

თბილისის საავტორო სიმღერის საერთაშორისო ფესტივალი დააარსა საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირმარუსკი კლუბი“, ფინანსური მხარდამჭერია ფონდირუსკი მირი“. პირველად ის 2014 წელს ჩატარდა და მაშინაც ბულატ ოკუჯავას მიეძღვნა.