Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
Bloomberg-ი ვრცელი სტატიით შეეხო სომხეთს
2019-04-25 14:00:05

ამერიკული ავტორიტეტული ჟურნალი Bloomberg-, თავისი ვრცელი სტატიი შეეხო სომხეთს  და წარმოადგინა ქვეყნის მიმზიდველობა. სტატიაში აღნიშნულია, რომ სომხეთის, რომელსაც არ აქვს ზღვაზე გასასვლელი და რომლის მოსახლეობაც 3 მილიონი, გასაცნობად არსებობს რამდენიმე მიზეზი: ოქროს მედოსანი მოჭადრაკეები, გეოპოლიტიკური პროცესები, ჩერჩილის საყვარელი კონიაკი.

ავტორი აღნიშნავს, რომ სომხეთის ტურისტული ღირშესანიშნაობების გარდა, აქ არის მსოფლიოს უძველესი ეკლესიები. იგი წარმოადგენს ეჯმიაინს, გეღარდს, ათევს. განხილულია სომხური სამზარეულო, მათ შორის, მწვადი, სასმელებ, განსაკუთრებით კონიაკი, რომლის შესახებ თავის დროზე აღტაცებით საუბრობდა უინსთონ ჩერჩილი.  ასევე ცალკეა განხილული სომხურ ცეკვა.

სტატიაში ავტორი შეეხო 2018 წელს სომხეთ მომხდარ ხავერდოვან რევოლუციას, რომლის შემდეგ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართა.

"დაუვიწყარი ძეგლი", ასეთი ქვესათაურით აღწერს ავტორი სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალს წიწერნაკაბერდში.  "1915 წლის სომეხთა გენოციდის შედეგად მოკლეს 1 მილიონზე მეტი ადამიანი, ამდენივე ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი წინაპრების სახლები თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში," -ნათქვამია სტატიაში.