Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
სომხების გენოციდი არასდროს არ უნდა იყოს დავიწყებული. კანადის პრემიერ მინისტრის მიმართვა
2019-04-24 22:00:14

კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ სომხების გენოციდის 104-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

სტეფანაკერტი, 24 აპრილი, არცხპრესი-არმენპრესი.  კანადის პრემიერ-მინისტრის მიმართვაში ნათქვამია:

"დღეს ჩვენ ვუერთდებით კანადაში მყოფ სომხურ დიასპორას და მთელ მსოფლიოს სომხებს, მოვიგონოთ სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნა, გენოციდი, რომელიც ადამიანის ისტორიაში ბნელი პერიოდია და არასდროს არ  უნდა იქნეს დავიწყებული.

მიუხედავად იმისა, მას შემდეგ საუკუნეზე მეტი გავიდა, იმ ადამიანთა ხსოვნა, რომლებმაც უსამართლოდ დაკარგეს სიცოცხლე და იტანჯეს, ჩვენ შეგვახსენებს, რომ არასდროს არ  უნდა ვუპასუხოთ სიძულვილსა და ძალადობას გულგრილობით.

"ამ ღირშესანიშნავ დღეს, პატივს მივაგებთ სომეხი  ხალხის ძალას და სულისკვეთებას, ჩვენ წინ ვიყურებით, მშვიდობისა და ურთიერთპატივისცემაზე აგებული მომავალისაკენ.

კანადის მთავრობა პატივს მიაგებს ამ ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას და კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ვალდებულებას, რომ იბრძოლებს იმ სამყაროსთვის, სადაც მიუხედავად რწმენისა და ეთნიკურობისა, არავის არ ექნება დისკრიმინაციისა და დევნის შიში.