Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ფიროსმანი ციფრულ სივრცეში: სტუდენტები ნიკალას შემოქმედებას გააცოცხლებენ
2019-04-23 09:17:57

,,სპუტნიკი საქართველოს” ინფორმაციით, შემეცნებით-შემოქმედებითი კონკურსიკრეათონი. ფიროსმანი ციფრულ სივრცეში" საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეგიდით თბილისში 3-6 მაისს გაიმართება.

კონკურსი ითვალისწინებს ნამუშევრების შექმნას გრაფიკული დიზაინისა და სხვადასხვა ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, რომლებიც დიდი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის შემოქმედებას მიეძღვნება. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტებს.

კონკურსზე დაგეგმილ ღონისძიებებზე სტუდენტები გაეცნობიან ფიროსმანის შემოქმედებას, გაიგებენ კულტურის თანამედროვე ხედვის შესახებ, კულტურის სფეროში ციფრული და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების თაობაზე. ახალგაზრდები პროფესიულ თანამშრომლობას შეძლებენ ხელოვნების, გრაფიკული დიზაინის, ციფრული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სფეროს სპეციალისტებთან.

სტუდენტები შეძლებენ საკუთარი შესაძლებლობები გამოსცადონ შემოქმედებითობის, კონკურენტულ გარემოში მუშაობის, პროფესიული უნარების მხრივ; მიიღებენ შეფასებას დარგის პროფესიონალებისგან შედგენილი ჟიურისგან. ექნებათ შესაძლებლობა, მოიპოვონ ორიგინალური, საპატიო პრიზები; კონკურსის ფარგლებში გამოვლენილი წარმატებული სტუდენტები დასაქმდებიან პროექტის მომდევნო ეტაპების განსახორციელებლად", – აღნიშნავენ ორგანიზატორები.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციისთვის სტუდენტურმა გუნდებმა ელექტრონული განაცხადი უნდა შეავსონ.

პროექტის ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, ტექნოლოგიების ლაბორატორია და სასწავლო ცენტრიჯეოლაბი", ციფრული შემოქმედებითი სარეკლამო სააგენტოლივინგსტონი" და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია.