Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
მსოფლიოში უძლიერესი ქართველი მოჭადრაკე ქალების შესახებ ფილმს გადაიღებენ
2019-04-23 08:10:07

,,სპუტნიკი საქართველოს” ინფორმაციით, თბილისში იწყებენ სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის გადაღებას საქართველოს ოთხი მთავარი მოჭადრაკე ქალების ცხოვრებისა და კარიერის შესახებ. ესენი არიან ნონა გაფრინდაშვილი, ნანა ალექსანდრია, მაია ჩიბურდანიძე და ნანა იოსელიანი.

ფილმის სამუშაო დასახელებააშეხვედრა", იუწყებიან საქართველოს ეროვნულ კინოცენტრში.

„60-იანი წლებიდან მოყოლებული საბჭოთა კავშირის დაშლამდე ისინი მსოფლიოში უძლიერესი მოჭადრაკე ქალები იყვნენ, რომელთაც ქალთა ჭადრაკში რევოლუცია მოახდინეს და იგი მსოფლიო მასშტაბით მამაკაცთა ჭადრაკის დონეზე აიყვანეს. „შეხვედრა" მსოფლიო ჭადრაკის ვარსკვლავების დღევანდელ ცხოვრებას გვიჩვენებს და ამავდროულად მათი პროფესიული ბიოგრაფიის შესახებ უნიკალურ საარქივო მასალას გვაწვდის", – ნათქვამია კინოცენტრის განცხადებაში.

ფილმის რეჟისორია ავსტრიაში მცხოვრები ქართველი მხატვარი და ვიზუალური არტისტი თათია სხირტლაძე, თანარეჟისორია ანა ხაზარაძე.

გადაღებები 13 აპრილს როდოსზე დაიწყო, მაისის ბოლომდე კი ფილმის წარმოების პროცესი თბილისსა და ვენაში გაგრძელდება. ფილმის დასრულება 2019 წლის შემოდგომისთვის იგეგმება", – იუწყება კინოცენტრი.

კინოფილმიშეხვედრა" საერთაშორისო კოპროდუქციაა და მასში ქართული საპროდიუსერო კომპანიის 1991 Productions-ის გარდა მონაწილეობენ ავსტიული კომპანიები berg hammer film და Amour Fou Vienna, ასევე სერბული კომპანია Playground Produkcija.

ფილმმა დაფინანსება მოიპოვა საქართველოს ეროვნული კინოცენტრიდან, ავსტრიის კულტურის სამინისტროდან – BKA, ავსტრიული მაუწყებლისგან – ORF და სერბეთის კინოცენტრიდან – FCS. პროექტმა ასევე გაიმარჯვა Eurimages-ის წარმოების დაფინანსების კონკურსში. ფილმის ქართულ მხარეს შეუერთდა HBO Europe-ის დამფუძნებელი და ყოფილი დირექტორი ლინდა ჯენსენი.