Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
ვენეციის 58-ე საერთაშორისო ბიენალეზე სომხეთი წარსდგება პროექტით სახელწოდებით ,,რევოლუციის სენსორიუმი“
2019-04-18 16:56:19

გასულ წელს სომხეთში ადგილის მქონე რევოლუციის ყველაზე დასამახსოვრებელ მოვლენებსა და შემთხვევებზე შეგროვებული, გაფილტრული და შესწავლილი დოკუმენტური მასალა, შეტანილია ვიდეოინსტალაციაში სახელწოდებით  "რევოლუციური სენსორიუმი", რომელიც წარმოდგენილი იქნება ვენეციის 58- ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეზე. ბიენალე გაიმართება ამა წლის მაისიდან ნოემბრამდე. ამის შესახებ იუწყება სომხეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო.
სომხეთის პავილიონის  ესკიზის ჩვენება გაიმართება 9 მაისს, ვენეციის მურად რაფაელიანის კოლეჯში. საზოგადოებისათვის გამოფენა გაიხსნება 11 მაისს.
ვენეციის ბიენალე თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულ ღონისძიებათაგანია მსოფლიოში, რომელშიც მონაწილეობენ მხოლოდ სამთავრობო ორგანიზაციების, სამინისტროების, ხელოვნების საბჭოს მიერ წარმოდგენილი ხელოვნებათმცოდნეები. წელიწადში ორჯერ, მაისიდან ნოემბრამდე, ვენეციის ბიენალეს ორგანიზაციის კომიტეტის მხრივ შემოთავაზებულ ბიენალეს ბაღებში და სასახლეებში წარმოდგენილია ეროვნული პავილიონები, რომლებიც წარმოადგენენ აღნიშნული ქვეყნის თანამედროვე ხელოვნებას.