Top.Mail.Ru
192 Kbps
128 Kbps
64 Kbps
48 Kbps
Arm Radio FM 107
Vem Radio FM 91.1
Im Radio FM 103.8
2019-06-21 10:00:07
საერთაშორისო
სერგეი გავრილოვი - სადაც მიწვევს დასაჯდომად მასპინძელი მხარე, იქ ვთავსდები
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრი სერგეი გავრილოვი გამოცემა „კომერსანტთან“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის დაკავებას განმარტავს. ამის შესახებ აუწყებს პირველი არხი. მისი თქმით, მას ზუსტად ამ ადგილზე დაჯდომა შესთავაზეს. „ამ საკითხზე ყველაფერი გარკვეული იყო. სადაც მიწვევს დასაჯდომად მასპინძელი მხარე, იქ ვთავსდები“, – აცხადებს გავრილოვი და აღნიშნავს, რომ პროტოკოლის თანახმად, ამ ადგილს გენერალური ასამბლეის თავმჯდომარე იკავებს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, თავად ის. სერგეი გავრილოვის თქმით, მან პარლამენტის სპიკერის სავარძელი დაიკავა საბერძნეთშიც, ლიბანსადა სხვა ქვეყნებშიც. „რა თქმა უნდა, მზად ვარ, ვიმუშავო დამატებულ სკამზეც. გულწრფელად რომ ვთქვა, მოკრძალებული პიროვნება ვარ; სადაც მასპინძელი დამსვამს, იქ დავჯდები. ამ შემთხვევაში იქ დამსვეს”, – აცხადებს გავრილოვი.
2019-06-21 09:00:15
საერთაშორისო
საერთაშორისო მედია საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება
საერთაშორისო მედია საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება, აუწყებს პირველი არხი. როგორც „ბიბისი” წერს, რუსი კანონმდებლის მიერ პარლამენტში წარმოთქმული სიტყვის წინააღმდეგ გამართული მასობრივი დემონსრატაციის დროს აქციის მონაწილეები პარლამენტში შეჭრას შეეცადნენ. „მათი შეჩერება სპეცდანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი აირისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით შეძლო”, – წერს „ბიბისი” და აღნიშნავს, რომ რუსეთმა 2008 წელს აფხაზეთთან ერთად ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპაციაც განახორციელა. აქვე აღნიშნულია, რომ 10 ათასამდე აქციის მონაწილე პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლის კობახიძესა და სხვა მაღალჩინოსნებს გადადგომისკენ მოუწოდებენ. „ბიბისის” მოჰყავს ასევე „ევროპული საქართველოს” წევრის, გიგა ბოკერიას ციტატა, რომ აქცია პარლამენტის წინ „რიგითი ქართველების მიერ სპონტანური პროტესტი“ იყო.